ასადის რეჟიმმა ოპოზიციის წინააღმდეგ მომწამვლელი გაზი გამოიყენა

თურქული და არაბული წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სირიაში ასადის რეჟიმმა „დეესკალაციის ზონებში“ მდებარე აღმოსავლეთ გუტაში, დაბა აინ თერმაში, მომწამვლელი გაზით თავდასხმა განახორციელა.


წყაროების ცნობით, აინ თერმას სამოქალაქო თავდაცვის პრესსპიკერი ომერ ებუ უბეიდე აცხადებს, რომ რეჟიმის ძალებმა აინ თერმას დაბაში ოპოზიციის ფრონიტს ხაზზე ისეთი მომწავლელი გაზით განახორციელეს შეტევა, რომლის შემცველობა ამ დრომდე გაურკვეველია. მისივე თქმით, მოწამლული 4 ოპოზიციონერი საველე ჰოსპიტალში სამკურნალოდ გადაიყვანეს.
დამასკოს აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ გუტას რეგიონი, რომელშიც ჯობარის უბანი, აინ თერმა და ზემბეკას დაბებიც შედის, 5 წელია ასადის რეჟიმის ალყის ქვეშ არის მოქცეული. ა რეჟიმი დაახლეობით სამი თვეა, აღმოსავლეთ გუტაზე თავდასხმების გახშირებით ცდილობს ალყის შევიწროებას.

banner
წინა სტატიაშირუსეთი უკრაინაში ტერაქტებს და პოლიტიკური ლიდერების მკვლელობებს ამზადებს
შემდეგი სტატია28 წლის დრის უბაქირი ბრალდებას უარყოფს