ასადის რეჟიმის სამხედრო აეროდრომი და 6 ვერტმფრენი განადგურებულია

სირიული სააგენტო ,,Al-Dorar,, -ის ცნობით, ამბოხებულთა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სირიის სამხრეთით, სუვეიდის დასახლებულ პუნქტან ახლოს მდებარე სამთავრობო ძალების სამხედო აეროდრომი და რუსული წარმოების 6 ვერტმფრენი გაანადგურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამბოხებულთა დაჯგუფება ,,ჯაიშ ოსუდ ალ-შაქრიამ,,(არაბ. აღმოსავლეთის არმიის ლომები). რომლებიც თავისუფალი სირიის არმიის სამხრეთის ფრონტის შემადგენლობაშია შედიან, მასშტაბური ოპერაცია ასადის არმიის წინააღმდეგ 15 ივნისს ნაშუაღამევს განახორციელა, მაშინ როდესაც ყველა სამხედრო ვერტმფრენი აეროდრომზე იდგა. ოპერაციის შედეგად, რომლის დროსაც ამბოხებულთა ,,გრადის,, ტიპის საბრძოლო დანადგარიდან 100-ზე მეტი რაკეტა იქნა გასროლილი, განადგურდა რუსული წარმოების 6 სამხედრო ვერტმფრენი, დაიწვა სამხედრო საწყობი და განადგურდა იქ არსებული საბრძოლო მასალები.
შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის უკან ამბოხებულებმა სირიაში რუსული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავიც ჩამოაგდეს.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: მთავარია რას იტყვის სოლოლაკის კომისია
შემდეგი სტატიაფადი ასლის წერილი გიორგი მღებრიშვის