თურქული მედია ირანული ტელევიზიაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ალეპოში ასადის რეჟიმისა და ოპოზიციურ ძალებს შორის გამართული ბრძოლების დროს, ოპოზიციური ძალების შეტევას ცნობილი ირანელი გენერალი ზაკირ ჰაიდარი ემსხვერპლა…
გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალურად პენსიაზე გასული აზერბაიჯანული წარმოშობის ირანელი გენერალი ზაკირ ჰაიდარი, სხვა ირანელი სამხედროების მსგავსად ასადის რეჟჟიმის მხარდამხარ იბრძოდა, როგორც რეჟიმის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორ-კონსულტანტი. აღსანიშნავია, რომ სირიის კონფლიქტის 5 წლის მანძილზე, ასადის რეჟიმის მხარდაჭერა, ირანს ათეულობით სამხედროსა და მათ შორის რამდენიმე გენერლის სიცოცხლის ფასად დაუჯდა.