ასადის ხელისუფლება მსოფლიოს თურქეთის შეჩერებისკენ მოუწოდებს

ბაშარ ასადის ხელისუფლება, სირიის არაბული რესპუბლიკის საგარეო უწყების სახით, მსოფლიოს თურქეთის აგრესიის შეჩერებისკენ მოუწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის მიერ სირიაში, აფრინის რეგიონში განხორციელებული ოპერაცია, ასადის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ქურთების წინააღმდეგაა მიმართული, თურქეთის მოქმედებებს ასადის ხელისუფლებაც ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევად მიიჩნევს, გმობს მას და მსოფლიო თანამეგობრობას თურქეთის აგრესიის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

,,სირიის არაბული რესპუბლიკა მტკიცედ გმობს თურქეთის უხეშ აგრესიას აფრინის რეგიონში, რომელიც სირიის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. ეს აგრესია, მორიგი ნაბიჯია თურქეთის მიერ სირიის სუვერენიტეტის ხელყოფის სერიაში. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ დაგმონ ეს აგრესია და მიიღონ ყველანაირი ზომები მის შესაჩერებლად,,- ნათქვამია სირიის საგარეო უწყების განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი არ ეწინააღმდეგება თურქეთის ოპერაციას აფრინის, რეგიონში, საიდანაც მან საკუთარი ჯარის ნაწილები ოპერაციის დაწყებამდე გაიყვანა. როგორც რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, სირიასთან დადებული შეთანხმება, მათ უფლებას არ აძლევთ წინააღმდეგობა გაუწიონ თურქეთს, მოსაზღვრე რეგიონში ოპერაციის ჩატარებაში.

banner
წინა სტატიაშიქურთები თურქეთის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შექმნას გეგმავენ
შემდეგი სტატიააშშ-ში ქართველი მამაკაცი მოკლული იპოვეს