ასადის ბომბებს ქვეშ მყოფ რეგიონში კიდევ 25 ადამიანი დაიღუპა

 ასადის ბომბებს ქვეშ მყოფ რეგიონში კიდევ 25 ადამიანი დაიღუპახუთი  წელია,  რაც დამასკოს აღმოსავლეთში მდებარე გუტას რაიონი ასადის რეჟიმის ძალების მხრიდანაა ალყაშემორტყმული და აქ მცხოვრები  400 ათასი ადამიანი სიღარიბეს, შიმშილსა და გაჭირვებაში ცხოვრობს.

არაბული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაშარ ასადის რეჟიმის ძალებმა გუტას რაიონში საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 25 სამოქალაქო პირი დაიღუპა, ათობით კი დაიჭრა.

ბოლო 2 კვირის მანძილზე ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს გუტას რეგიონში 100-ზე მეტი სამოქალაქო პრი შეეწირა.

banner
წინა სტატიაშიხვალიდან მორწმუნეებისთვის შობის მარხვა იწყება
შემდეგი სტატია ბელორუსში რუსეთის ხელმძღვანელობაზე ,,ძებნა გამოცხადდა,,