ასადის არმიამ დუმა აიღო

სირიის სამთავრობო ჯარებმა ქალაქ დუმაზე კონტროლი დაიბრუნეს – ეს ერთადერთი ადგილი იყო აღმოსავლეთ გუტაში, სადაც ამბოხებული ოპოზიცია იყო გამაგრებული. ქალაქი დუმა უკანასკნელი რამდენიმე დღეა აქტიური განხილვის საგანია მსოფლიო პოლიტიკასა და მედიაში – რამდენიმე დღის წინ იქ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.ქალაქ დუმაში წესრიგს რუსეთის ფედერაციის სამხედრო პოლიცია ამყარებს.

banner
წინა სტატიაშიმოხალისეებმა რუსეთის აგრესიის მონაცემთა მასშტაბური ბაზა გამოაქვეყნეს
შემდეგი სტატიაამირან სალუქვაძე: საბჭო და თათბირები რეალური ქმედებების გარეშე ჰაერის ტკეპნაა