ასადის არმიამ ალეპო აიღო

არაბული წყაროების ცნობით, ასადის რეჟიმის სამხედროებმა ალეპოზე სრული კონტროლი დაამყარეს.

წყაროები აქვეყნებენ ფოტოებს სადაც ასადის არმიის მიერ გამარჯვების აღსანიშნავად ჰაერში სროლებით განათებული ღამის ალეპოს ცაა აღბეჭდილი.
ბოლო დღეებში გამართული გააფრთებული ბრძოლების შედეგად ასადის არმიამ და რუსეთის ავიაციამ ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფით და ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის დანგრევით, ალეპოში ოპოზიციურ ძალებზე გაიმარჯვა და ქალზე კონტროლი დაამყარა…
ალეპოში ოპოზიციურ ძალებთან გამარჯვების ფონზე ასადის არმიამ ,,ისლამურ სახელმწიფოსთან,, უკან იხევს. 12 დეკემბერს ასადის მომხრეებმა დაკარგეს ქალაქი პალმირა, ახლა კი პალმირას გარეთ მდებარე რუსული ავიაციის ბაზაზე ისლამისტების შტურმს იგერიებენ.

banner
წინა სტატიაში(Video) ,,თენგო გალსკი,, უკრაინიდან გამოაძევეს
შემდეგი სტატიაუკრაინის რადაში ავაკოვის გადაყენებას განიხილავენ