ასადის არმია თურქეთის არმიასთან საბრძოლველად მზად არის

,,ნებისმიერი სახის ოპერაცია, რომელსაც თურქეთი განახორციელებს სირიის ტერიტორიაზე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონებს და სხვა არაფერი იქნება, გარდა ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმისა,, აცხადებს ბაშარ ასადის ხელისუფლების თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი სულეიმან სამირი რუსულ ,,იზვესტიასთან,, საუბრისას.  სამირის განცხადებით, თურქეთის არმიის შეჭრის შემთხვევაში სირიის არმია მზადაა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიოს მას.

სირიის არმიის საბრძოლო მზადყოფნა თურქეთის შეჭრის წინააღმდეგ, დაადასტურა სირიის მმართველი ბაასის პარტიის დეპუტატმა საჯი თაამამ, რომელმაც განაცხადა, რომ სირიის არმია იტოვებს უფლებას გააძლიეროს საზღვრები და წინააღმდეგობა გაუწიოს თურქეთის არმიას. აღსანიშნავია, რომ თურქეთი, რომელიც სირიაში შეჭრის მიზეზად ქურთ სეპარატისტებს ასახელებს, უკვე წინააღმდეგობას აწყდება, არა მხოლოდ აშშ-ს პარტნიორი ქურთების მხრიდან, არამედ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის ხელისუფლების მხრიდანაც. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აფრინში  დისლოცირებულ ქურთულ რაზმებს, სირიაში დისლოცირებულ რუს სამხედროებთანაც კარგი ურთიერთობა და ,,ისლამურ სახელმწიფოსთან,, კოორდინირებული ბრძოლის გამოცდილებაც აქვთ.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვმა ყველაზე ბნელი დეკემბერი გადაიტანა
შემდეგი სტატიაგმირთა მოედანზე სამი ადამიანი დაჭრეს