ასადის არმია ოპოზიციის კონტროლირებად ქალაქებს ბომბავს… (VIDEO)

სირიაში ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი სამთავრობო არმია, რუსული ავიაციის მხარდაჭერით, ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, პოზიციების პარალელურად ასადის ოპოზიციური ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებსაც ბომბავს…

სირიის ოპოზიციური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  რუსული ავიაცია ასადის მოწინააღმდეგე ადგილობრივ აჯანებულთა კონტროლირებად ტერიტორიაზე ბომბავს ყველაფერს განურჩევლად: საცხოვრებელ კვარტალებს… ფაბრიკა-ქარხნებს… სამედიცინო დაწესებულებსა თუ ლტოლვილთა ბანაკებს.

დაბომბვის შედეგად, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში 20-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რომელთა შორის ბავშვები და ქალებიც არიან… დაჭრილია ათეულობით ადამიანი.

www.timer.ge

/იხილეთ 3 ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიამერიკელები ევროპაში რუსეთთან ომისთვის ემზადებიან…
შემდეგი სტატია,,ისლამურმა სახელმწიფომ,, 200-მდე ხელ-ფეხ გაკოჭილი ბავშვი დახოცა… (VIDEO)