არველაძეს მომიტინგეები “მონა” შეძახილებით შეხვდნენ

ქართული ოცნების დეპუტატი რევაზ არველაძე პარლამენტთან მივიდა, თუმცა, ის აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს. არველაძეს მომიტინგეები “მონა” შეძახილებით შეხვდნენ.

“სამსახურში მოვედი, ჩემი სამსახურია აქ, რამდენიმე კანონპროექტია ენერგეტიკაზე შემოსული და მინდოდა მენახა, არ მომცეს საშუალება, არ არის სწორი.

ყველამ უნდა დაიცვას თავისი მოსაზრება, თუმცა არა ზურგში მუშტების რახარუხით” – ამბობს არველაძე.

ქართული ოცნების დეპუტატის თქმით, “ცოტა ხნით ალბათ შეწყდება საპარლამენტო საქმიანობა, მერე მიხვდებიან ალბათ”.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვოლსკი:ეჭვი მაქვს, იქნებ ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება?
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” ოფისთან პოლიციაა მობილიზებული