(ვიდეო)ირაკლი სესიაშვილი:თქვენი თეთრი ცხენი გადანახეთ ოდესაში

თქვენი თეთრი ცხენი გადანახეთ ოდესაში

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ფარული კადრების გამოქვეყნება არის თავდახმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილზე-ამის შესახებ სესიაშვილმა ”არჩევანში” განაცხადა, სადაც იმ მიზნებზე ისაუბრა, რასაც მისი აზრით, აღნიშნული ვიდეომასალის გამოქვეყნება ემსახურება.

მისი თქმით, ფარული კადრების გავრცელება, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებას, ასევე, ქვეყანაში არასტაბილურობის, პოლიტიკური დაძაბულობის ფონის შექმნას და არჩევნების ასეთ დაძაბულ რეჟიმში ჩატარება.

https://youtu.be/rReYvvaJb7Q

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი სესიაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი ვაშაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციაზე 2013 წლამდე არავითარი განაცხადი არ გაკეთებულა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ყველა ერთხმად აცხადებს, რომ საქართველომ ნაკისრი ვალდებულებები უმოკლეს ვადებში, ძალიან კარგად შეასრულა.

„სანამ ფაქტებს თვალს არ გაუსწორებთ, მანამდე ამ სიცრუით ილაპარაკებთ. სიმართლეს თვალი გაუსწორეთ და საქმე აკეთეთ. არ გინდათ ეს ბელეტრისტიკა. არ გრცხვენია ირაკლი? სიმბოლო გახდით რეგრესის და უკუსვლის“, – მიმართა გიორგი ვაშაძემ სესიაშვილს.

თავის მხრივ, ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის წარმატებაში საკუთარი პოლიტიკური გუნდის განადგურებას ხედავს.

„თქვენი თეთრი ცხენი გადანახეთ ოდესაში“, – მიმართა სესიაშვილმა ვაშაძეს, რაზეც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას აღნიშნული „თეთრი ცხენის ძალიან ეშინია“.

https://youtu.be/1vm7Sq0q8CQ

banner
წინა სტატიაში(video) ყველა უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან რუსული სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ
შემდეგი სტატია(VIDEO) ვვარაუდობთ, რომ ივანიშვილი გაიყვანს ფულის ტომრებს