ქართული ოცნება თავის თავთან აფორმებს მემორანდუმს და თვითკმაყოფილებასაა მიცემული – ბობოხიძე

ევროპული საქართველოს წევრი, აკაკი ბობოხიძე, ქართულ ოცნებასა და მოქალაქეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს ეხმაურება.
ბობოხიძის თქმით, ვერანაირი მემორანდუმი ოპოზიციის გადაწყვეტილებას ვერ შეცვის, ხოლო ქართულ ოცნებას შეუძლია გააფორმოს ამგვარი დოკუმენტები თავის თავთან.
ბობოხიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია არის თანახმა ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ორიენტირებულია მთავარი პრობლემის მოგვარებას, ხოლო სხვა თემები არის მხოლოდ ყურადღების გადატანა ძირითადი პრობლემიდან და ზედმეტ ყურადღებას არ იმსახურებს.
“ქართული ოცნება თავის თავთან აფორმებს მემორანდუმს, არის თვითკმაყოფილებას მიცემული, ამიტომ, ვერანაირი მემორანდუმის გაფორმება დღეს ოპოზიციის გადაწყვეტილებებს ვერ შეცვლის.
ვიმეორებ, ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე ოპოზიცია არის თანახმა, რომელიც მთავარი პრობლემის მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული და მთავარი პრობლემა შექმნა არჩევნების გაყალბებამ და მიტაცებულმა ძალაუფლებამ, სხვა თემები არის მხოლოდ ყურადღების გადატანა ძირითადი პრობლემიდან და ზედმეტ ყურადღებას არ იმსახურებს.“ – განაცხადა ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაში“არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ!..” – ნიკა მელია
შემდეგი სტატიამანჯგალაძე პაატა იმნაძეს: “ჩვენნაირი “მესაცივეების” მიერ გადახდილი თანხებით ის იღებს ხელფასს”