მთვარეზე ისტორული მისიის შემდეგ არტემის II-ის ასტრონავტები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ დედამიწაზე.
ეკიპაჟი წყნარ ოკეანეში თბილისის დროით 04:07 საათზე დაეშვა. ოთხივე ასტრონავტი „ბედნიერი და ჯანმრთელია,“ _ განაცხადა კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე.
ინფორმაციისთვის, კოსმოსური ხომალდი დედამიწას მაქსიმალურად 6 აპრილს დაშორდა 406,771 კმ-ით და ამით მოხსნა რეკორდი კოსმოსში დედამიწიდან ყველაზე შორს მოგზაურობის.
მისიის ეკიპაჟი შედგება ოთხი წევრისგან: ეკიპაჟის მეთაური რიდ უაისმენი (აშშ), მისიის სპეციალისტი ჯერემი ჰანსენი (კანადა), მისიის სპეციალისტი კრისტინა კოხი (აშშ) და პილოტი ვიქტორ გლოვერი (აშშ). კრისტინა კოხი გახდა პირველი ქალი, ვიქტორ გლოვერი — პირველი ფერადკანიანი ადამიანი, ხოლო ჯერემი ჰანსენი — პირველი არაამერიკელი ასტრონავტი, რომელმაც მთვარის გარშემო იმოგზაურა.

















