ადვოკატი დარია სამოდუროვა სოციალურ ქსელში წერს, რომ ესაუბრა არტემ გრიბულს, რომელმაც შეატყობინა, რომ შიმშილობას იწყებს:
„რამდენიმე წუთის წინ დამირეკა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა – არტემ გრიბულმა. მედიიდან შეიტყო შემზარავი ამბავი ანასტასია ზინოვკინასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ ანასტასია ზინოვკინა გახდა არაადამიანური მოპყრობიის მსხვერპლი ციხის თანამშრომლების მხრიდან.
არტემ გრიბულმა შემატყობინა, რომ იწყებს შიმშილობას. არტემ გრიბულის მოთხოვნა არის, გამოვლინდეს ყველა ის N5 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი, რომელიც არაადამიანურად ეპყრობოდა ანასტასია ზინოვკინას; გამოვლენილი ყველა დამნაშავე გათავისუფლდეს სამსახურიდან და დაისაჯოს“, – წერს ადვოკატი.
















