საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივნის, არსენიო დომინგესის განცხადებით, სპარსეთის ყურეში 6 000-მდე მეზღვაური ბლოკირებული რჩება. იგი მხარეებს „მაქსიმალური თავშეკავებისა და დეესკალაციისკენ“ მოუწოდებს.
დომინგესმა საგანგებო განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასრულება გამოაცხადა.
„ვგმობ ბოლო ორი დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით მოძრავ გემებზე განხორციელებულ თავდასხმებს. ამ უპასუხისმგებლო იერიშებმა უდანაშაულო მეზღვაურები კიდევ ერთხელ ჩააგდო სერიოზულ საფრთხეში“, — აღნიშნა IMO-ს ხელმძღვანელმა.


















