არსენ ავაკოვმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა კანონის მოთხოვნებს დაემორჩილოს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა კანონის მოთხოვნებს დაემორჩილოს.

„ნებისმიერი კონფლიქტი მხოლოდ კანონიერი გზით უნდა გადაიჭრას. სააკაშვილი უნდა დაემორჩილოს კანონის მოთხოვნებს, გაიაროს კანონიერი პროცედურა და პასუხი გასცეს წარდგენილ ბრალდებას და არა სისხლისღვრისა და დაპირისპირების პროვოცირება მოახდინოს“, – დაწერა არსენ ავაკოვმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს. ის მიკროავტობუსში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობდნენ, თუმცა ამის შესაძლებლობა მისმა მომხრეებმა არ მისცეს.

მოგვიანებით, კიევში, ევროპის მოედანზე შეკრებილმა ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – გამარჯვებისთვის ვარ დაბადებული
შემდეგი სტატიაბოცვაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია