არსებული მონაცემებით, ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ლეიბორისტულ პარტიას 411 ადგილი აქვს.
2019 წლის არჩევნებთან შედარებით, ლეიბორისტულმა პარტიამ 210 მანდატით მეტი მიიღო.
წინა არჩევნებთან შედარებით, 249 ადგილი დაკარგა კონსერვატიულმა პარტიამ და ახალ პარლამენტში 119 ადგილი ექნება.
ვადამდელი არჩევნები წარმატებული გამოდგა ლიბერალ-დემოკრატებისთვის, რომლებსაც, 2019 წლის არჩევნებთან შედარებით, 63 მანდატით მეტი ექნებათ და საკანონმდებლო ორგანოში 71 ადგილს დაიკავებენ.
პოზიციები მნიშვნელოვნად შეუსუსტდა შოტლანდიის ეროვნულ პარტიას, რომელმაც წინა არჩევნებთან შედარებით, 38 ადგილი დაკარგა და მხოლოდ ცხრა მანდატი ექნება.
ახალ პარლამენტში მანდატი მიიღო რეფორმისტების ლიდერმა, ნაიჯელ ფარაჯმა, რომლის პარტიას ოთხი ადგილი ექნება.