არსებული მონაცემებით სანდრა რულოვსმა ედიშერ თოლორაიას საკუთარ სოფელშიც მოუგო

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარმა კანდიდატმა სანდრა რულოვსმა კონკურენტს საკუთარ სოფელშიც მოუგო.

როგორც “თაიმერს” ზუგდიდის რაიონიდან აცნობეს, ამ მომენტისთვის ცნობილია რაიონის 49 უბნიდან – 8 უბნის შემაჯამებელი ოქმის შედეგები, რომლიდანაც 6 უბანზე “ნაციონალების” კანდიდატი სანდრა რულოვსი იგებს.

არსებული ინფორმაციით, სანდრა რულოვსმა უშუალო კონკურენტს, ედიშერ თოლორაიას მშობლიურ სოფელში, ინგირშიც მოუგო არჩევნები.

ამ დროისათვის არსებული მონაცმეებით, დევნილთა ახალი ჩასახლება, თარგამული, ანაკლია, მუხური, ზედაეწერი, ოირემე, ინგირი, რუხი და ოდიში “ქართულმა ოცნებამ” წააგო.

banner
წინა სტატიაშიცესკომ ხმების დათვლა დაიწყო
შემდეგი სტატიადაპირისპირება ქუთაისის 90-ე უბანზე – ქართული ოცნების მხარდამჭერებმა გიგი წერეთელს შეურაცხყოფა მიაყენეს