არსებული ინფორმაციით, ვაკეში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

არსებული ინფორმაციით, ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი BMW-ს მარკის ავტომობილს გაუხსნეს, რომელშიც რამდენიმე პირი იმყოფებოდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის იყო ინტერპოლის საქართველოს ბიუროს თანამშრომელი, რომელიც დაიჭრა.

დაჭრილს ოპერაცია ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

banner
წინა სტატიაშისოსო ოხანაშვილი პროკურატურაში მის ხელმეორედ დაბარებას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიაპრემიერი დღეს ილია მეორეს მოინახულებს