არსებული ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხარებას რაზმთან ერთად შინჯიკაშვილის დაჯგუფებას არბევს

მიმდინარე წლის 16 ივნისს “შაბათის მთავარმა” გაარკვია, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი “ხარება” იგივე ზვიად ხარაზიშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი სცემეს. მაშინ, “შაბათის მთავარმა” დაადგინა, რომ პირი ვინც ხარებას სცემა ე.წ. ტიტუშკების მეთაურია და თურქეთშია გაქცეული. კონფლიქტი სუფრაზე უთანხოებით დაიწყო, რომელიც დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.
წყაროს ცნობით, დაპირისპირებული მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში “ოცნების” გენერალური მდივანი, კახი კალაძეც იყო ჩართული. წყაროს თქმით, ის შინჯიკაშვილს ეუბნებოდა, დაბრუნებულიო თბილისში და გარანტიას აძლევდა, რომ ეს ყველაფერი დაპირისპირების გარეშე ჩაივლიდა.

banner
წინა სტატიაში“არსებობს წესები და თუ არ გინდათ, რომ ამ წესებს პატივი სცეთ, მაშინ ჩაო”-ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი “ოცნებას”
შემდეგი სტატია3 სენატორის განცხადება: ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობას