არსებული ინფორმაციით, თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს – დაჭრილია 2 ადამიანი

თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სროლის ხმა მაშინ გაისმა, როცა მანქანა შუქნიშანზე იყო გაჩერებული.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა.

ამჟამად არაყიშვილის ქუჩაზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიCredit Suisse აგრძელებს ივანიშვილზე პოლიტიკურ ზეწოლას, ვალდებულებებს ისევ აიგნორებს – სპიკერი
შემდეგი სტატიასაქართველო მოსკოვის ორბიტაზე დასაბრუნებლად ევროკავშირს შორდება – Le Figaro