არსებული ინფორმაციით, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავები მტკვარში იარაღთან ერთად ტანსაცმელსაც ეძებენ

არსებული ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში, სამართალდამცავები რუსთავში, მდინარე მტკვარში იარაღთან ერთად ტანსაცმელსაც ეძებენ.

საუბარია ტანსაცმელზე, რომელიც მკვლელს, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენისას ეცვა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ ბოროტმოქმედმა კვალის დაფარვის მიზნით დანაშაულის იარაღი და სხვა ნივთმტკიცებები, მათ შორის ტანსაცმელი, მტკვარში გადაყარა.

როგორც ცნობილია, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში, სამართალდამცავები მყვინთავებთან ერთად რუსთავში, მდინარე მტკვარში სამძებრო სამუშაოებს უკვე მეორე დღეა აწარმოებენ.

banner
წინა სტატიაშითბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება
შემდეგი სტატიასუს-მა ჩატაევის საქმეზე ანატოლი ბერძენიშვილი დააკავა