არსებული ინფორმაციით, ქობულეთში მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია აჭარა თაიმსი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპული 35 წლამდე ასაკის კაცია, რომელიც ქობულეთის ერთ-ერთ გარეუბანში სათევზაოდ იმყოფებოდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.














