არსებული ინფორმაციით, კრეისერ „მოსკოვის“ კაპიტანი ბორტზე აფეთქების შედეგად დაიღუპა

ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, კრეისერ „მოსკოვის“ კაპიტანი, ანტონ კუპრინი ბორტზე აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაიღუპა. ინფორმაცია უკრაინულ ტელეგრამ არხებით ვრცელდება. სწორედ მან გასცა ბრძანება კუნძულ ზმეინის დაბომბვის, ჯერ კიდევ ომის პირველ დღეებში.

შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, კრეისერი “მოსკოვი” გუშინ ჩაიძირა. ინფორმაცია რუსეთმაც ოფიციალურად დაადასტურა და დაწერა, რომ დაზიანებული ხომალდი ბუქსირით გადაადგილების დროს წავიდა ფსკერისკენ.
ოფიციალური მოსკოვის ინფორმაციით, გემის დაზიანება ხანძარმა გამოიწვია, თუმცა უკრაინული მხარის ინფორმაციით, რომ რუსული ფლოტის ფლაგმანზე იერიში სწორედ უკრაინულმა ჯარმა მიიტანა.

banner
წინა სტატიაშისუს-მა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაჩინურმა ავტომწარმოებელმა Lifan-მა რუსეთში მანქანების გაყიდვა შეწყვიტა