არსებული ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების სიიდან რუსეთის ოთხი მოქალაქე ამოიღეს

„გარდიანის“ ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების სიიდან რუსეთის ოთხი მოქალაქე ამოიღეს.

კერძოდ – ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვის და – გულბანორ ისმაილოვა; ბიზნესმენი ვიაჩესლავ მოშე კანტორი; რუსეთის სპორტის მინისტრი მიხაილ დეგტიარიოვი და ბიზნესმენი ვლადიმირ რაშევსკი.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ელჩები რუსეთისთვის სანქციების განახლებაზე შეთანხმდნენ. სხვადასხვა უცხოურმა გამოცემამ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ უნგრეთის ვეტოს მუქარის გამო სანქციების სიიდან ოთხი ადამიანი ამოიღეს, ასევე სამი ადამიანი, რომლებიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალნენ, თუმცა მათი ვინაობა დაკონკრეტებული არ იყო.

banner
წინა სტატიაშიიუმორისტ ვასო ფხაკაძეს ყოფილი პოლიციელი სახლში მიადგა, ოჯახის წევრს ნომერი მოტყუებით გამოართვა, დაურეკა და დაემუქრა – ადვოკატი
შემდეგი სტატიათიბისი „კანის ლომების“ ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია