არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ “ეროვნული ფორუმი” დატოვა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმი“ დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატმა გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ, პარტიის პოლიტსაბჭოსთან გარკვეულ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო მიიღო.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შალვა კიკნაველიძე ჯერ კომენტარს არ აკეთებს.

შალვა კიკნაველიძე პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მან პოსტი „ეროვნული ფორუმის“ კოალიცია “ქართული ოცნებიდან” გასვლის შემდეგ დატოვა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდება
შემდეგი სტატიაპარიზის გარეუბანში სპეცრაზმმა შტურმით აიღო სახლი, რომელშიც უცნობ პირს მძევლები ჰყავდა აყვანილი