არსებული ინფორმაციით, დაშავებული სამხედროები თბილისში გადმოჰყავთ

11915982sfdsf4217696971sdfdავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული 5 სამხედრო მოსამსახურე თბილისში, რეანომობილებით გადმოჰყავთ.

თავდაცვის სამინისტროს ინფომაციით, ჯარისკაცებს, რომლებმაც ავარიის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღეს, სასწრაფოდ ესაჭიროებათ თბილისში გადაყვანა.

ორი დაშავებული ჯარისკაცის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, “კამაზის” მარკის სამხედრო ავტომობილი ამოტრიალდა, რომელშიც 20-მდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე ერთი ჯარისკაცი ადგილზე გარდაიცვალა, 10-მდე კი მძიმედ დაშავდა. დაშავაბულები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ჯარისკაცის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატია(+ფოტო) კახეთში მომხდარ ავარიაზე თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს