არსებული ინფორმაციით, ბანკში შეჭრილ თავდამსხმელს ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად აქვს ხელყუმბარაც

თვითმხილველის ინფორმაციით, ყვარელში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილმა მძევლების ნაწილი გაათავისუფლა.

როგორც აღნიშნული პირი ამბობს, მძარცველს ხელყუმბარა აქვს.

„ბანკში დასალაგებლად შევდიოდი და ეს კაცი გამოვარდა, ხელში „ლიმონკა“ აქვს. დაიყვირა „გადით ახლავე გარეთო“ და გამოვვარდი. შიგნით დარჩენილია მძევლები. როგორც ვიცი ადამიანების ნაწილი დარჩა, ასევე, თანამშრომლებიც. ბანკში დაახლოებით, 20-მდე თანამშრომელი მუშაობს. რომ იყვირა გარეთ გადითო, თავიდან მეგონა ხუმრობდა… შემეშინდა და გამოვიქეცი. შეფუთული იყო, სათვალე ეკეთა“, – განაცხადა ბანკის ფილიალის დამლაგებელმა.

თანამშრომლების ნაწილმა შენობა ფანჯრის ეშვეობით დატოვა და ახლა საპატრულო პოლიციის შენობაში იმყოფებიან.

,,ჩემი შვილი ბანკის თანამშრომელია, მოლარე ოპერატორი. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ შიგნით არის. ზოგიერთმა თანამშრომელმა მოასწრო გამოსვლა, გამოიქცნენ, ფანჯრიდან გადმოხტნენ და წამოვიდნენ. მათ გაგვაგებინეს. ზოგიერთი მათგანი პოლიციაშია დაკითხვაზე“, – აღნიშნა ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი თანამშრომლის მამამ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში გახარიას პარტია პროპორციული სიის წევრმა დატოვა
შემდეგი სტატიაკახეთის გუბერნატორი: მიმდინარეობს „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელთან კომუნიკაცია