არსებული ინფორმაციით, ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-სს აღემატება

ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანია დაღუპული. „ბიბისის“ ცნობით, მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენელი, რომელიც ბუნებრივი კატასტროფების მართვის მინისტრის მოადგილის მოვალეობებს ასრულებს, აცხადებს, რომ დაღუპულთა რაოდენობა 900-სს აღემატება.

ამასთან, „თალიბანის“ ლიდერი 500 დაშავებულის შესახებ საუბრობს. მიწისძვრამ ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პაკტიკას პროვინცია დააზარალა.

„თალიბანის“ უმაღლესი ლიდერი ჰიბათულა აჰუნძადა აცხადებს, რომ დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ხოსტიდან დაახლოებით 44 კილომეტრში, 51 კილომეტრის სიღრმეზე მდებარებდა.

6,1 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით ღამის 01:30 საათზე დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ასევე მეზობელ პაკისტანსა და ინდოეთში.

banner
წინა სტატიაშიEU უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს, საქართველოზე ევროკომისიის შეფასებას გაიმეორებს – EURACTIV
შემდეგი სტატიაშეიძლება მეც ვიყო – ზარქუა 24 ივნისს დაგეგმილ აქციაზე