არსებული ინფორმაციით, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს

არსებული ინფორმაციით, აჭარის ძალოვან უწყებაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

ტელეკომპანია „აჭარის“ ინფორმაციით, თანამდებობები აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით მამულაშვილმა და მისმა მოადგილეებმა დატოვეს. საკადრო ცვლილება შესაძლოა, ასევე შეეხოს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ლაშა გოგნიაშვილს.

ტელეკომპანიის ცნობით, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები სამი დღის წინ დატოვეს.

banner
წინა სტატიაშითანაშემწემ ტრამპის პირველი პრეს-კონფერენცია დააანონსა
შემდეგი სტატიალიტვამ რუსეთს საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსის ექსტდარაციაზე უარი უთხრა