“არსებულ სიტუაციაში, ხომ არ თვლით, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოს მოქმედი ადმინისტრაციისთვის შეგვეხსენებინა, რომ ნატოში გაწევრიანება მოითხოვს ადამიანის უფლებების დაცვას?”

“არსებულ სიტუაციაში, ხომ არ თვლით, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოს მოქმედი ადმინისტრაციისთვის შეგვეხსენებინა, რომ ნატოში გაწევრიანება მოითხოვს ადამიანის უფლებების დაცვას?” – განცხადება პიტენვიმის ლორდმა კემპბელმა ლორდთა პალატაში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე საუბრისას გააკეთა.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ისაუბრა ჩიზვიკის ლორდმა ჰანეიმაც. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან საკითხი უნდა დადგეს, რომ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების შესახებ ევროპული კონვენციის ზედმიწევნით შესრულებამ დიდი როლს ითამაშებს.

“ამ პალატის ან მისი რომელიმე წევრის განსახილველი ნამდვილად არ არის ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის დანაშაული ან უდანაშაულობა. დგება თუ არა საკითხი საქართველოს მთავრობასთან ისე, რომ, თუ ჩვენ გვსურს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების უფრო გაღრმავება, ამაში უდიდეს როლს ითამაშებს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების შესახებ ევროპული კონვენციის ზედმიწევნით შესრულება?”,- თქვა ჩიზვიკის ლორდმა ჰანეიმ.

banner
წინა სტატიაშითამო კეშელავა: მე იმ ხალხზე ვდარდობ, ამ ჩინოვნიკთან რომ მივა დახმარების სათხოვნელად და ზემოდან გადახედავს, ფუ, ეს სუპნაჭამიო…
შემდეგი სტატიასაქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროში უკუსვლა განიცადა