არსებობს ურყევი ნება და მზაობა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცედურები სწრაფად დასრულდეს – ზალკალიანი

სასიხარულოა, რომ ევროკავშირში მიღწეულია კონსესუსი შეჩერების მექანიზმზე, რაც ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო ვიზ-ლიბერალიზაციის საკითხის დროულად გადაწყვეტისთვის“,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს.

მისივე თქმით, საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას.

„საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხიც და სასიხარულოა, რომ ევროკავშირში მიღწეულია კონსესუსი შეჩერების მექანიზმზე, რაც ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის დროულად გადაწყვეტისთვის. დარჩა კიდევ ოფიციალური პროცედურები, პრლამენტში კენჭისყრა მათ შორის, როგრც შეჩერების მექანიზმოს, ისევე საქართველოს საკითხზე. თუმცა, არსებობს ურყევი ნება და მზაობა, ეს პროცედურებიც მალე დასრულდეს. ვიმედოვნებთ, საქართველოს მოქალაქეები უახლოეს მომავალში ისარგებლებენ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით.
საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევადია“,- აღნიშნავს დავით ზალკალიანი.

banner
წინა სტატიაში„კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით დაკავებული დავით გერლიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიალატვიის ელჩი იანის ზლამეცი საქართველოს შეჩერების მექანიზმზე მიღწეულ შეთანხმებას ულოცავს