12.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

არსებობს თუ არა პატრიარქის ანდერძი?- რას ამბობს დეკანოზი ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტებს  კითხვაზე, არსებობს თუ არა პატრიარქის ანდერძი, ამბობს,  რომ ილია მეორის ანდერძი არის ის, რომ მან სიცოცხლეში თავისი მოსაყდრე დაასახელა.

„მას შემდეგ, რაც პატრიარქმა 2017 წლის 23 ნოემბერს გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველ კომენტარის გასაკეთებლად, როდესაც მივდიოდი ტელევიზიაში, უწმინდესმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა. მედო ფურცელი და ვიწერდი მის საუბარს, ეს ფურცელი დღესაც შენახული მაქვს.

მან ასეთი რამ თქვა: რომ არის მითქმა-მოთქმა, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძში [მაშინ გახსოვთ, რომ ძალიან უხერხული თემები ტრიალებდა, თითქოს ქამარზე ჰკიდია სეიფის გასაღები და ა.შ.], ასე რომ ამბობენ, ქამარზე ჰკიდია გასაღებიო თუ აქ არის, ან იქ არისო, ახლა ამ თემებით რომ აღარ დაინტერესდნენ, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და ხმამაღლა გამოვაცხადეო, რათა აღარ ჰქონდეს ბჭობაო.

ამიტომ, უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით ცხრა წლის წინ, ეს არის ანდერძი“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

banner
წინა სტატიაშივიქტორ ორბანი: არსებობს მტკიცებულება, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ფარულად უსმენდნენ
შემდეგი სტატია“თავი შეიკავეთ, არაა საერო მოღვაწეების საქმე”- მიხეილ სააკაშვილი