“არსებობს ტენდენცია, რომ ირანთან სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცედურები დაიწყოს”

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, არსებობს ტენდენცია, რომ ირანთან სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცედურები დაიწყოს.

როგორც ხუნდაძემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, ირანის ეკონომიკური პოტენციალი საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, სასარგებლო იქნება.

„არსებობს ასეთი ტენდენცია, რომ ირანთან სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცედურები დაიწყოს, თუმცა ამას სჭირდება სწორი გათვლები და უნდა იყოს ეს პროცესი მომზადებული. მე მგონი, ირანის ეკონომიკური პოტენციალი საკმაოდ მნიშვნელოვანია და საკმაოდ სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური თვალთახედვით და განვითარებისთვის. მით უმეტეს, რეგიონში ეკონომიკური და სავალუტო კურიზისის ფონზე, ვფიქრობ, რომ იმ რისკებს, რაც დღეს რეალურად ამ ვითარების გამო ჩვენს ქვეყანაში დგას, რეალურად შეამცირებს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში ,,სათნოების სახლი” გაიხსნა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა