,,არსებობს საფრთხე, ირაკლი ოქრუაშვილზე ზეგავლენა მოახდინონ, ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ მოლაპარაკებებს, რათა მან პოზიციები შეარბილოს”

region
ავტ.: region ივლისი 29, 2019 16:54

,,არსებობს საფრთხე, ირაკლი ოქრუაშვილზე ზეგავლენა მოახდინონ, ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ მოლაპარაკებებს, რათა მან პოზიციები შეარბილოს”

არსებობს საფრთხე, რომ ირაკლი ოქრუაშვილზე ზეგავლენა მოახდინონ, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა, კოტე კემულარიამ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ თავის განცხადებაში დაწერა, რომ მტკიცებულებები, რომელიც თითქოს საფუძვლად ედება საქმის აღძვრას და ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებას, აღქმადი არ იყო. შთაბეჭდილებას არ ტოვებდა, რომ ეს შეიძლება, სამართლებრივი პროცესის საფუძველი გახდეს. ამ განცხადებაზე იყო საუბარი“, – განაცხადა კოტე კემულარიამ.

მისივე თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლებს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია გადასცეს. მისივე განმარტებით, ორგანიზაციასთან მომავალშიც ითანამშრომლებენ და ოქრუაშვილის საქმეზე მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება.

„არსებობს საფრთხე, რომ ირაკლი ოქრუაშვილზე ზეგავლენა მოახდინონ. ამ თემაზეც ვთხოვეთ დახმარება, რომ მუდმივი მონიტორინგი იყოს, რათა ირაკლი ოქრუაშვილი, მისი ოჯახი, ასევე კობა კოშაძე უსაფრთხოდ იყვნენ. ეს კაცი დღეს ფაქტობრივად ტყვეა. ჩვენ ინფორმაციაც კი გვაქვს, რომ ისინი ირაკლი ოქრუაშვილთან აპირებენ რაღაც სახის „მოლაპარაკებებს“, რომ მან პოზიციები შეარბილოს ან გეგმები შეცვალოს. ეს ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დავალებაა“, – განაცხადა კოტე კემულარიამ.

მისივე თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექსპერტიზის ბიურო დასკვნას ზეწოლის გამო ვერ წერს.

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, არ ვიცი, რამდენად სანდოა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ერთ-ერთი თანამშრომელი შიგნით ამტკიცებს, თვაურმა თათბირი ჩაატარა და თქვა, რომ ასეთი ზეწოლაა და დასკვნას ვერ ვწერთ. ის ინფორმაცია, რაც ჟონავს და ჩვენამდე მიდის, საფუძველს მოკლებული არ არის. ვინაიდან მათ ირაკლი ოქრუაშვილის პირდაპირ გაჩერება ვერ შეძლეს. ოქრუაშვილი საზოგადოებას გულწრფელად უყვებოდა, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს უბედურება და ახლა რა უბედურება ხდება. ეს ახალი სტანდარტია. ამან ძალიან შეაშინა ივანიშვილი და აქ საფუძველია, როცა ციხეში ჰყავთ, ფაქტობრივად ივანიშვილის ტყვეა, რომ მასზე ზემოქმედება დაიწყონ. ძალოვნების მხრიდან ზეწოლა ძირითადად „რუსთავი 2“-ის საქმეზე იქნება. სიტყვის თავისუფლების ეშინია. ეს გარედან მოსული არ არის. მას წინ არჩევნები აქვს. ასეთ შემთხვევაში „რუსთავი 2“ განსაკუთრებული საფრთხეა. ივანიშვილი ამბობდა, რომ თუ „რუსთავი 2“ დაიხურება, მაცივრები გაივსება და რაც მთავარია, ხალხს ეცოდინება, რომ საამური ცხოვრებაა. შესაბამისად, როცა ირაკლი ოქრუაშვილმა მის ამ ორი წლის შრომას, გაეჩერებინა და ჩაექრო „რუსთავი 2“, საფრთხე შეუქმნა, ამან ის საფრთხე გააჩინა, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდება. ეს არის საფრთხე“, – განაცხადა კოტე კემულარიამ.

region
ავტ.: region ივლისი 29, 2019 16:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,150
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics