,,არსებობს საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმური დასკვნა, რომელიც ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს”

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, უკვე არსებობს კომისიის ლეგიტიმურიდასკვნა, რომელიც არის შესასრულებელი ხელისუფლების მიერ. როგორც სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როგორ იქნება შემდეგი პროცესები, ეს დამოკიდებულია იმაზე, რას გადაწყვეტენ სხვა ჯგუფები.

„კომისიამ მუშაობა დაასრულა და დასკვნა მიიღო რეკომენდაციებთან ერთად. ჩემი აზრით, ეს დასკვნა უკვე არის შესასრულებელი ხელისუფლების მიერ. საგამოძიებო კომისიამ, რომელიც პარლამენტმა შექმნა, დასკვნა დადო და ეს არის ლეგიტიმური. ყველანაირი საუბარი იმაზე, რომ მომდევნო ლეგიტიმაცია ესაჭიროება და კიდევ ვიღაცამ უნდა დაამტკიცოს, ეს არის არასწორი. ახლა არის ხელისუფლების გადასაწყვეტი ამ დასკვნას შეასრულებს, თუ არა. რაც შეეხება შედგომ დებატები როგორ იქნება, ეს დასკვნა განხილული იქნება პარლამენტში თუ რაიმე დადგენილება იქნება რომელიმე ჯგუფის მიერ, ეს არის მომდევნო საკითხი, რომელიც დამოკიდებული იმაზე სხვა ჯგუფები რას გადაწყვეტენ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

banner
წინა სტატიაშიხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ დასკვნა დაამტკიცა
შემდეგი სტატიაირანული რიალი რეკორდულ ზღვარამდე დაეცა