არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ ომი უკრაინის საზღვრებს გასცდება – ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, რუსეთი მხოლოდ უკრაინაზე თავდასხმით არ შემოიფარგლოს.

მისივე თქმით, რუსეთი ახლა ევროპის ყველა ქვეყანას პირდაპირ საფრთხე უქმნის.

„არსებობს ძალიან რეალური საფრთხე, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინის ფარგლებს გარეთ გავა და სხვა ქვეყანას თავს დაესხმება. რუსეთი ახლა პირდაპირ და გადაუდებელ საფრთხეს უქმნის ევროპის ყველა ქვეყანას.

ბრიტანეთმა უნდა გაზარდოს ინვესტიციები თავდაცვის სექტორში, რათა რუსეთიდან და ჩინეთიდან მომავალ საფრთხეებს დაუპირისპირდეს“, – აღნიშნა უოლესმა.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტებმა დნეპრს დაარტყეს – უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია
შემდეგი სტატიაადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიის გაძლიერება ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის ცენტრალურია, დარწმუნებული ვართ, ახალი პროგრამა გააძლიერებს სახალხო დამცველის ოფისის ძირითადი როლის ეფექტურობას – დეგნანი