“არსებობს პირადი ურთიერთობები, ერთმანეთის აზრის პატივისცემა და არამგონია, ეს რამემ შელახოს, შეხვედრაზე ამაზეც ვისაუბრეთ”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა კონსულტაციები გამართეს.

შეხვედრას უმრავლესობიდან წასული დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, მთავარი თემა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება იყო, თუმცა, მცირე დრო დაეთმო 2020 წლის ბიუჯეტის საკითხებსაც.

„არსებობს პირადი ურთიერთობები, ერთმანეთის აზრის პატივისცემა და არამგონია, ეს რამემ შელახოს. ამაზე ვილაპარაკეთ. რასაკვირველია, დღევანდელი თემა მთავარი საკითხია. გავაანალიზეთ, ყველამ თავისი აზრი თქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია მოვლენების ასეთი განვითარება. მხოლოდ ამ თემაზე არ იყო ლაპარაკი. ცოტა დრო, თუმცა დავუთმეთ ბიუჯეტის საკითხებს, ასევე, იმ საკითხებს, რასთან დაკავშირებითაც გარკვეულწილად ჩვენს კოლეგებს გული ეთანაღრებათ, რაც უნდა გასწორდეს. სოციალურ თემებზე ორიენტირებულმა ბიუჯეტმა მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს 2020 წლის მთავარ პოლიტიკაში“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში“დავიბრუნოთ ქვეყანა” – პარლამენტთან მოქალაქეების აქცია გრძელდება
შემდეგი სტატიააქციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ