არსებობს ნიშნები, რომ სასამართლო ხელისუფლება ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ ინიშნება -დოლიძე

არსებობს იმის ნიშნები, რომ სასამართლო ხელისუფლება ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ ინიშნება – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეფასებისას. მისი თქმით, აუცილებელია თავმჯდომარის ინსტიტუტის რეფორმირება, რათა სასამართლო სისტემაში, გავლენებთან დაკავშირებით არსებული კითხვის ნიშნები მოიხსნას.
“გასაუბრების პროცესს სერიოზული დახვეწა სჭირდება. ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც მე მაქვს, არის თავმჯდომარის ინსტიტუტის ცვლილება. თუ ამ ჯგუფს ფორმალური ბერკეტები არ ექნება, ისინი ვერ შეძლებენ მოსამართლეების მართვას. სამწუხაროდ დღეს ნამდვილად არის ეჭვები და ამის ნიშნები, რაც უვადოდ მოსამართლეების დანიშვნის პროცესში გამოჩნდა, როცა გადაწყვეტილება მიიღება კერძო პრეფერენციების და არა დამსახურებების მიხედვით.” განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაში​რაც ხდება სამარცხვინოა სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის – დავით ზურაბიშვილი შვილის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი : „გირგვლიანის შესწორებები“ რეალურად შედეგს ვერ მოიტანს