„არსებობს ნაბიჯები, რომლითაც გავლენა შეიძლება გვქონდეს და ტყვეების გათავისუფლება რეალურია, თუმცა ხელისუფლება მათ არ დგამს“ – გიორგი ნონიაშვილი ირაკლი ბებუაზე

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არცერთი მკაიფო ნაბიჯი არ გადაუდგამს ირაკლი ბებუასა და ქრისტინე თაკალაძის გასათავისუფლებლად, რომლებიც დიდი ხანია უკვე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფებიან.

მისივე თქმით, ევროპულ საქართველოს აქვს მკაფიო წარმოდგენა, თუ რა ნაბიჯები იყო და არის დღეის მდგომარეობით გადასადგმელი.

„პირველ რიგში უნდა დადგეს ტყვეთა გაცვლის საკითხი დღის წესრიგში, მეორე არის საერთაშორისო წნეხის გაზრდა – ყველა ტიპის შეხვედრა და ფორმატი უნდა იქნას ამ საკითხის გასააქტიურებლად გამოყენებული.

ასევე უფასო ჯანდაცვა უნდა შეეზღუდოს საოკუპაციო რეჟიმის ყველა წარმომადგენელსა და მათთან დაახლოებულ პირებს და ბოლოს, ენგურჰესის ფუნქციონირების საკითხი ზემოქმედებების ბერკეტად უნდა იქნას გამოყენებული. ეს 4 ძირითადი საკითხია, რაზეც ჩვენ შეიძლება გავლენა გვქონდეს და ამით ტყვეების გათავისუფლება რეალური იყოს“ -თქვა გიორგი ნონიაშვილმა

banner
წინა სტატიაშითიბისიმ საქართველოში ქალი მეწარმეების საჭიროებების კვლევის შედეგები წარადგინა
შემდეგი სტატია„არ ჩაიფარცხება ნიკოს საქმე, არა“ – ნიკო კვარაცხელიას დედის ემოციური მიმართვა ირაკლი შოთაძეს