,,არსებობს მტკიცებულებები, რომ ის უდანაშაულოა”- რას მოითხოვს მაგდა პაპიძის ადვოკატი

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ადვოკატი მოითხოვს, ბრალდებულის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი ფორმა არ გამოიყენონ.
როგორც პაპიძის ადვოკატმა ხათუნა ჩხაიძემ ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე განუცხადა, თავად პაპიძეც დაინტერესებულია, რომ საქმე გაიხსნას და არსად მიმალვას არ აპირებს. მისივე თქმით, მაგდა პაპიძე ინციდენტის ღამეს სახლში იმყოფებოდა.
“მაგდა პაპიძე დაინტერესებულია, რომ ეს საქმე გაიხსნას. ის არ აპირებს მიმალვას, პირიქით, თბილისში აპირებს გააგრძელოს ცხოვრება. ამასთან, საქმეში არ არსებობს მისი აღიარებითი ჩვენება. არსებობს მტკიცებულებები, რომ ის უდანაშაულოა. მაგდა პაპიძე ამტკიცებს, რომ ის იმყოფებოდა სახლში, მეუღლე და შვილი გასულები იყვნენ გარეთ. როდესაც ის მოსაძებნად გავიდა, შემთხვევით დაინახა სადარბაზოში დავარდნილი მეუღლე და შვილი. მაგდა პაპიძის თქმით, არავის ხმა არ გაუგია. ამის შემდეგ, როცა მაგდა ცდილობდა მათ საავადამყოფოში გადაყვანას, ამ დროს დაუძახა საშველად დედამთილს”, – განაცხადა მაგდა პაპიძის ადვოკატმა ხათუნა ჩხაიძემ.
პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე ბრალდებულ მაგდა პაპიძის აღიარებითი ჩვენება არ არსებობს, გამოძიების ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება, პაპიძის დანაშაულზე მიუთითებს.

banner
წინა სტატიაში“როგორც საკუთარმა, ისე შემძრა ირინა ენუქიძის ტრაგედიამ”
შემდეგი სტატიამე ბესელიას და კობახიძეს შევხვდები საგამოძიებო სივრცეში