არსებობს მტკიცებულება, რომ მარიუპოლში რუსული ჯგუფები მნიშვნელოვნად დასუსტდა – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარები, რომელიც მარიუპოლის ბლოკადას ახდენს, დასუსტებულია და ცდილობენ, ქალაქში სულ მცირე გამარჯვება მაინც მოიპოვონ.
„ზოგიერთი მონაცემებით, მარიუპოლის რუსული ჯგუფი მნიშვნელოვნად შესუსტდა. რა თქმა უნდა, ეს მონაცემებით როგორც წესი გადამოწმებას საჭიროებას, მაგრამ მათი რაოდენობა თითქმის ორჯერ შემცირდა“, – აღნბიშნა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის თქმით, ოკუპანტები მარიუპოლში ყველა შესაძლო საშუალებას იყენებენ, მათ შორის მძიმე ულტრაბგერით ტუ-22-ის ტიპის თვითმფრინავებს ქარხანა „აზოვსტალზე“ თავისუფალი ვარდნის ბომბების ჩამოსაყრელად.

„აზოვსტალში“ არის ისეთი თავშესაფრები და მიწისქვეშა შესაძლებლობები, რომ ტუ-22-იც კი ვერ გაუმკლავდება, – დასძინა არესტოვიჩმა.

banner
წინა სტატიაშიხარკოვის რეგიონში მედესანტეებმა რუსი საზღვაო ქვეითების კოლონა გაანადგურეს
შემდეგი სტატიაუკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტაქტიკური მასშტაბის აქტიური კონტრშეტევები განახორციელეს