არსებობს კლასიკა, როგორ უნდა ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია – გუგული მაღრაძე

„რაც არსებობს საარჩევნო კამპანიის ხერხები, გამოვიყენებთ ყველა ამ ხერხებს” – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა კლასიკურ საარჩევნო კამპანიას ბევრი რამ დააკლო, რის კომპენსირებასაც ახლა შეეცდება. გუგული მაღრაძე ამბობს, რომ არსებობს საარჩევნო კამპანიის კლასიკური მეთოდი, რასაც მმართველი გუნდი მეორე ტურის წინ მიმართავს.

„ამას უნდა მთელი ფსიქოლოგიამ, მთელი სოციოლოგია. უფრო აქტიურად გამოვიყენებთ ყველა ხერხს. საუბარია იმაზე, რაც არსებობს. კლასიკა არსებობს. არსებობს კლასიკა, როგორ უნდა ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია, ჩვენ ბევრი რამ დავაკელით ამ საარჩევნო კამპანიას, ახლა გამოვიყენებთ ყველა ხერხს და მეთოდებს, რაც ოფიციალურად მთელ მსოფლიოში იყენებს პარტიულები.

ეს არის შეხვედრები, ეს არის მესიჯბოქსები, ეს არის ტელევიზიაში როლიკები, რომ გააგები(ნ)ო ადამიანებს, არ იყო ისე როგორც არის საჭირო, თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ პენსიონერთა ნაწილმა არც იცოდა, რომ იანვრიდან ემატება 20 ლარი და გაუხდებათ 200 ლარი პენსია? რაც ჩვენ გავაკეთეთ გავაგებინებთ და ასევე ნათლად ავუხსნით,რატომ უნდა დაგვიჭიროს მხარი – ეს არის კლასიკა საარჩევნო კამპანიის,“-ამბობს მაღრაძე.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : „ქართული ოცნების“ წევრი რაც არ უნდა ჩამეხუტოს, ქოცვირუსი არ გადამედება
შემდეგი სტატია“შეწყვიტეთ აგრესიული რიტორიკა და აღკვეთეთ სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები”- NGO-ების ხელისუფლებას