არსებობს ინფორმაცია ხმების გაყალბების შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით – ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი

„დილიდან ვაკვირდები საარჩევნო პროცესს თბილისის სხვადსხვა უბანზე. ვნახე რამდენიმე შემაშფოთებელი მიმართულება” – ამ განცხადებით, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ქრისტინა პუშოუ საარჩევნო პროცესს ეხმაურება.

საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ქრისტინა პუშოუ ამბობს, რომ სხვადასხვა დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს.

„დილიდან ვაკვირდები საარჩევნო პროცესს თბილისის სხვადსხვა უბანზე. ვნახე რამდენიმე შემაშფოთებელი მიმართულება. ერთი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას შეეხება. საჯარო სექტორის თანამშრომლებს აიძულებენ ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს, ეს უკვე პრობლემაა. მეორე შემაშფოთებელი მიმართულება ემიგრანტებს შეეხება. ისინი მიდიან საკონსულოებში და ხმის მიცემის უფლებას არ აძლევენ. მათ უარით ისტუმრებენ, ამას კი საკონსულოს თანამშრომლები აკეთებენ, რომლებიც ეუბნებიან ამომრჩევლებს რომ სიებში არ არიან. ეს სისტემური პრობლემაა. გავიგე ისიც, რომ ესპანეთში საკონსულო დაიხურა, რაც არჩევნების დღეს არასწორი ნაბიჯია. ასევე არსებობს ინფორმაცია ხმების გაყალბების შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ არის, მარგამ არსებობს ფოტო ვიდეო მტკიცებულებები,“ – განაცხადა ქრისტინა პუშოუმ.

banner
წინა სტატიაში„გრიგოლ ვაშაძე გამარჯვებულია და ამ გამარჯვებას ბოლომდე დავიცავთ“ – უდუმაშვილი
შემდეგი სტატიასამოქალაქო თვითშეგნება-სამამულო ომის მონაწილე 90 წლის ქალბატონი არჩევნებზე