არსებობს გრიფით საიდუმლო ინფორმაცია, უსაფრთხოება, ტერორიზმი – პროკურორი გოგაშვილის საქმეზე

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის საქმის პროკურორის, მაია სილაგაძის თქმით, ამ ეტაპზე ბრალდებულისათვის ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების საფუძველი არსებობდა და სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა.

პროკურორის თქმით, საქმის მასალები შეიცავს გრიფით საიდუმლო ინფორმაციას, რომელიც კავშირშია სახელმწიფო უსაფრთხოებასთან.

“საქმეში დევს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის არის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, გარდა ამისა არის მოპოვებული ინფორმაცია, როგორც დოკუმენტური, ასევე ელექტრონული მოწყობილობების სახით, სადაც არსებობს გრიფით საიდუმლო ინფორმაცია, რაც არის დაკავშირებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან და რაც ეხება ქვეყნის უსაფრთხოების ისეთ სენსიტიურ საკითხებს, რაც არის ტერორიზმი, ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო მონაცემები და ა.შ ამ საქმის ფარგლებში რაც გამოვლინდება, რაიმე კონკრეტული დანაშაულის ქმედება, რა თქმა უნდა, ამაზე ვიმსჯელებთ, თუმცა დღეს ამაზე ვერ ვისაუბრებთ”, – ამბობს მაია სილაგაძე

banner
წინა სტატიაშიSBU-მ დააკავა ბელარუსის რკინიგზის 3 მატარებელი, რომელმაც უკრაინაში ოკუპანტები გადაიყვანა
შემდეგი სტატიაუკრაინიდან იარაღის სირიაში ან მექსიკაში მოხვედრის შესახებ ვიქტორია სპარცის განცხადება რუსეთის ნარატივს ემთხვევა -კულება