არსებობს გარკვეული იმედგაცრუება ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით – იან კელი

აშშ-ს ელჩი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გარკვეულ იმედგაცრუებაზე საუბრობს.

იან კელის თქმით, ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის სურვილს ფორმატი უფრო ნაყოფიერი გახდეს. მისივე განცხადებით, ასევე ემხრობა თბილისის პრაგმატულ მიდგომას, იქონიოს კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულ მიდგომას ჰქონდეს რეგულარული, კონსტრუქციული დიალოგი იქონიოს რუსეთთან. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ არსებობს გარკვეული იმედგაცრუება ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და ჩვენ გამოვთქვით ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის სურვილთან დაკავშირებით, რომ უფრო ნაყოფიერი გახადოს ეს ფორმატი. ჩვენ დაველოდებით საქართველოს მთავრობის მოსაზრებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიტანოს წვლილი ამ ფორმატის უფრო პროდუქტიულად გადაქცევაში,”-განაცხადა იან კელიმ.

პარალელურად, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან მუშაობა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გრძელდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, სამწუხაროა რომ ამ დრომდე უცნობია კონკრეტული თარიღი თუ როდის მოხდება ოკუპირებულ ცხინვალში მოკლულის გადმოსვენება.

banner
წინა სტატიაშიTwitter-ი კრიპტოვალუტების რეკლამას აკრძალავს
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევას პოლონეთში საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა