8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

“არსებობს გამონათქვამი, იყავით და გაგეკეთებინათ, ვინ გიშლიდათ?!” – ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას

“არსებობს გამონათქვამი, იყავით და გაგეკეთებინათ, ვინ გიშლიდათ?!” – ამ სიტყვებით მიმართა „რუსთავი 2“-ის დებატებში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრ, ბერდია სიჭინავას.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სწორედ მისი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის დღიდან გახდა სამთავრობო აქტები გამჭვირვალე.

„რაც შეეხება ბატონ ბერდია სიჭინავას მიერ დასმულ საკითხებს, არსებობს ხატოვანი გამონათქვამი, იყავით და გაგეკეთებინათ, ვინ გიშლიდათ. თქვენ იყავით მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ერთი პერიოდი ხელმძღვანელის მოვალეობასაც ასრულებდით, თქვენს დროს ჩაიკეტა სამთავრობო აქტების საჯაროობა, თქვენ ჩაკეტეთ ეს ყველაფერი, რატომ? როდესაც არ გინდა, რომ რაღაც იყოს გამჭვირვალე, ე.ი. რაღაც გაქვს დასამალი. ჩვენ გავხსენით სწორედ იმ დროს ჩაკეტილი სამართლებრივი აქტები. თქვენმა პარტიის თავმჯდომარემ და თქვენც იყავით ამის თანამონაწილე, ჩაკეტეთ სამთავრობო აქტების გამჭვირვალობა, რომელიც 2024 წლის 8 თებერვლიდან, ჩემი პრემიერ-მინისტრად საქმიანობის პირველივე დღეს მე გავხსენი. იყავით და გაგეკეთებინათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებით ცვლილებებს, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს
შემდეგი სტატიარუსთაველის გამძირზე ტრადიციული საპროტესტო აქცია იმართება