არქტიკის ყინულზე ეკოლოგები ტრამპის თავს გამოჭრიან

ფინეთის არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩაუშვა პროექტი სახელწოდებით Trumpmore, რომლის ფარგლებშიც არქტიკის ყინულებში ტრამპის გიგანტურ თავს გამოჭრიან. მათი მიზანია გლობალური დათბობის პრობლემას სახელმწიფოებმა დამატებითი ყურადღება მიაქციონ. ტრამპის ყინულის თავი დედამიწაზე დათბობის ნიმუში იქნება. აქტივისტების ჩანაფიქრით, ყინული თანდათან დადნება, მასთან ერთად – ამერიკის პრეზიდენტის სახე, რომელიც დათბობის პრობლემას უარყოფს.

სკულპტურის ზომა იქნება 35 მეტრი სიმაღლეში და 20 მეტრი სიგანეში. მასზე ფინელი და მონღოლი სკულპტორები იმუშავებენ.
დონალდ ტრამპმა არა ერთხელ გააკრიტიკა გლობალური დათბობის იდეა, ამ პრობლემის კვლევებს კი ტყუილად დახარჯული ფული უწოდა.

banner
წინა სტატიაშიტრამპის კომენტარი მისთვის ნობელის პრემიის მინიჭებაზე
შემდეგი სტატიაჯორჯიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა- არის მსხვერპლი