არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი გარდაიცვალა

66 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი არაბული წარმოშობის დიზაინერი ზახა ხადიდი, პირველი და ერთადერთი ქალი, რომელმაც არქიტექტურაში ყველაზე პრესტიჟული პტიცკეროვსკის პრემია მიიღო. როგორც The Guardian-ი წერს, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო. ხადიდი მაიამის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. ხადიდი ცნობილია მისი განსაკუთრებული და ნოვატორული ხელწერით არქიტექტურაში. ქვევით მის რამდენიმე ნამუშევარს გთავაზობთ.

მის მნიშვნელოვან პროექტებს მიეკუთვნება:

ვიტრას სახანძრო სადგური (1993), ვეილ-ამ-რაინი, გერმანია

როზენთალის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (1998), ცინცინატი, ოჰაიო

ჰონჰაიმ-ნორზის ტერმინალი და სადგური (2001), სტრასბურგი, საფრანგეთი

ბერგისზელის სათხილამურო ტრამპლინი (2002), ინსბრუკი, ავსტრია

ორდრუპგაარდ-ანექსი (2005), კოპენჰაგენი, დანია

ბე-ემ-ვეს ცენტრალური შენობა (2005), ლაიფციგი, გერმანია.

ზაჰა ჰადიდს ეკუთვნის ასევე უმაღლესი პროფილის საინტერიერო ნამუშევრები, მათ შორის, ლონდონის ათასწლეულის თაღის ”მაინდ-ზონა”. ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია ლონდონის აქვა-ცენტრის 20.000 მაყურებლიანი დარბაზი, 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის პროექტის ერთ-ერთი დანამატი.

98იოიოიუყჯჰგფდსა

 

banner
წინა სტატიაში“ჩვენ ვიხილეთ “ქართული ოცნების” დასასრულის დასაწყისის ოფიციალური გაფორმება”
შემდეგი სტატიარუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს 2016 წელს 8,2 მილიარდ რუბლს გამოუყოფს