არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია საპატრიარქოს შერჩევით სამართლიანობასა და კონკრეტული სასულიერო პირების მფარველობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ეკლესიაში პრობლემად რჩება სასულიერო პირების მიერ გავრცელებული სწავლება, რომელსაც მან დამაზიანებელი და საფრთხის შემცველი უწოდა.
შიო კვარაცხელია მიუთითებს, რომ საპატრიარქო ჯგუფი თავიანთთვის სასურველ მღვდელმთავრებსა და მოძღვრებს ხელს აფარებს, მაშინ, როცა რეალურად პრობლემური ფიგურები – მათ შორის მეუფე სტეფანე და ძალადობაში ბრალდებული სასულიერო პირები საკუთარ ქმედებებზე პასუხს არ აგებენ.
როგორ შეიძლება, მღვდელი საუბრობდეს ისეთ სწავლებას, მსწავლებლობას, რომელიც ადამიანის სულებს ღუპავს. და ეს, სავარაუდოდ, თქვა იმის გასამართლებლად, რასაც ქადაგებს, მაგალითად, მეუფე სტეფანე – მწვალებლობას, რომელიც ღუპავს ადამიანების სულს და ვფიქრობ, ალბათ უნდა, რომ ამას მოარგოს და ამით გაამართლოს მისი ეს მწვალებლური სწავლება და ეს ისეთ რამეს ჰგავს, რომ აი, ექიმმა საწამლავით უმკურნალოს ადამიანს. არ ვიცი რამ გააღიზიანა ასე. მე პირადად მას არასდროს ვიცნობდი და არ მქონია ურთიერთობა, მაგრამ მე უფრო ვფიქრობ, რომ უფროსმა ბრძანა და აკეთებს. საპატრიარქოს ჯგუფი, რომელიც მის მსგავს სასულიერო პირებს, რაც არ უნდა თქვან, ყველაფერზე ხელს აფარებენ. მოსწონთ, ეტყობა, მისი რუსული შეხედულებები, მისი ასეთი გამონათქვამები და ეტყობა, კარგად ასრულებს იმ დავალებებს. მკითხაობაში ის ვიგულისხმე, რომ თვითონაც საუბრობს, “არქიმანდიტებს, რომლებსაც ეპისკოპოსობა უნდათო” და ჩვენ გგვულისხმობ და რა იცის მან, მე ეპისკოპოსმა მინდა, განდეგილობა მინდა… დაიბარონ ისინი, ვინც მართლა დასაბარებლები ჰყავთ, მეუფე სტეფანე, პირველ რიგში, ასევე მოძალადე დეკანოზი ჯაღმაიძე, რომელიც ცილს სწამებს მამა დოროთეს და ძალადობაში ადანაშაულებს, ასევე იმის გამო, რომ ის ხელით შეეხო მამა ილიას, – ამბობს არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია.
არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია დეკანოზ ალექსანდრე გალდავას უპირისპირდება. “უვიცი, უსამართლო, მოძალადე, რუსეთუმე, ჭორიკანა” ამ სიტყვებს იყენებს პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე.
არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია დეკანოზს ურჩევს “თავი დაანებოს თეატრალურ წარმოდგენებს და სახარება გულდასმით წაიკითხოს”.


















